O

“შემოაბიჯე მომავლის დღეებით,
მასუნთქე ჰაერი, მომეცი სითბო.”

ისე ცივა ახლა, ვერავინ დამაჯერებს, რომ გარეთ დეკემბერი არ დგას.

შენ ხარ სადღაც შორს და მე მომბეზრდა მეორე პირში წერა.

ხარ და სისხლი გეყინება არარსებულ მეზე ფიქრით. ერთი წამი გვჭირდება ადამიანებს. მარტო ერთი და არც იქამდე აქვს მნიშვნელობა რამეს და არც იმის მერე.  Continue reading “O”

Advertisements

A Gulf Between Us

ფერები ერთმანეთში იდღაბნება და საბოლოოდ მიღებულ არაფერში არანაირი სახე არ იკვეთება.

ვინგრევით.

ჩვენი ცხოვრება უამრავი არაფრისგან შედგენილი ჯაჭვია, შიგადაშიგ ტრაგედიები რომ ატყდება თავს და მერე სიკვდილია პარადოქსი.  Continue reading “A Gulf Between Us”

#

შენ ვერ გადაცურავ ზღვას და ვერ მოაღწევ ჩემამდე. შეუძლებელია. ძალიან დიდია ზღვა, ძალიან დიდი და აუტანლად მშვიდი.
შენ ვერ გადაცურავ ზღვას და ჩემი ნაწერებიც აღარ იქნება ლექსებივით მუსიკალური.
შენ ვერ გადაცურავ ზღვას და ვერ მომიტან პეშვით უცხო ქვეყნების ამბებს.
შენ ვერ გადაცურავ ზღვას.
ჩაგყლაპავს. არ გამოგიშვებს.  Continue reading “#”

‹ ◌́ ›

მე და შენ ერთმანეთში აღმოვცენდით,
წამიერად
შესავლის გარეშე.

მე და შენ ვერ დავაჯერეთ ღმერთს, რომ ის ჩვენ გამოვიგონეთ.
რომ ჩვენ ვიყავით მისი ღმერთები.
ჩვენ,
რომლებიც ერთმანეთში აღმოვცენდით,
წამიერად.
მე და შენ ვერ ვუპოვეთ დაკარგულ ღმერთს გზა თავისივე გულისკენ და
მივატოვეთ.
მე და შენ გავაკეთეთ ის, რასაც ყველა ღმერთი აკეთებს და მერე ვიქეცით იმად,
რაზეც ყველა ღმერთი ოცნებობს, მაგრამ ვერცერთი ისრულებს.  Continue reading “‹ ◌́ ›”

Un

f6b0c3d64a43612fb5c351d6e4a7f133cd03b0b6_860მე აღარ დავწერ შენზე და დავიხრჩობი.
დავიხრჩობი უმუსიკობით.
გახსოვს? მთელ სითბოს ამოგიწურავდი, რაც გაქვსო, მითხარი. არადა, ადექი და მუსიკა ამომიწურე. მუსიკა, რომლითაც ყველა უჯრედი გაჟღენთილი მქონდა. აი, ესე, ადექი და ყველა ნოტი წაიღე ჩემგან.  Continue reading “Un”

ლაილა

“ყველაფერი მაქვს, პირველი სიყვარულის გარდა”

ლაილა მაროკოში ცხოვრობდა.

სპილენძისფერი პრიალა კანი და სავსე მკერდი ჰქონდა. გახუნებული ხვეული თმა და ხრინწიანი ხმა. თითები ჰქონდა გრძელი და თხელი, ულამაზესი, მაგრამ ბევრს არ ეწეოდა. ეკეთა უამრავი თვლიანი სამაჯური და ყოველთვის საოცარ ფერებში ეცვა.  Continue reading “ლაილა”

*

19060099_1450829054939604_1598203458744552987_n

“როცა ქვების აცდენას ვისწავლი
და ჩემკენ ნასროლ “ლოდებისგან ტაძარს ავაგებ…”

ხელებზე კანი გამიუხეშდა.
შენ ალბათ ხარ სადღაც და ფიქრობ არაფერზე. საშინლად დამღლელია ამდენი განუსაზღვრელი გარემოების ზმნიზედა ერთად. “სადღაც”, “რაღაც”, “ვიღაც”… მე და შენ არასდროს ვიცოდით, რა გვინდოდა სინამდვილეში და გვეშინოდა ყველაფრის, რაც გვეგონა, რომ გვინდოდა. Continue reading “*”